1 გარდაცვლილი 2 დაშავებული

2019-11-28 09:10:05

1 მამაკაცი გარდაიცვალა და 2 მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 278-ე მუხლით დაიწყო.