ქუთაისში მეტეორი ჩამოვარდა

2019-11-27 18:11:25

ქუთაისში, სავარაუდო მეტეორის ნატეხის ჩამოვარდნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სავარაუდო მეტეორის ჩამოვარდნაზე თავდაპირველად ინფორმაცია Primetime-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მეტეორის ნატეხი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

თვითმხილვევლი ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა. „ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე"

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.