რა ღირს კომერციული ფართები რუსთავში.

2017-04-09 16:32:34

რუსთავში კომერციულ ფართებს განსხვავებული ფასები აქვს. საოფსე ფართები ქალაქში ძირითადად ქირავდება და მისი ღირებულებაკომერციული ობიექტის ფართობზე, მასში არსებულ პირობებსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. რუსთავში საოფისე კომერციული ფართების 1მ2 ფასი საშუალოდ 6-დან 8 ლარამდეა, თუმცა არის შედარებით იაფი და ძვირი ღირებულების მქონე გასაქირავებელი ფართებიც. კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ქალაქის შედარებით პრესტიჟულ უბნებშია. კერძოდ, ყველაზე  მოთხოვნადი და ამასთანავე ძვირადღირებულია კოსტავას გამზირზე, მეგობრობის ქუჩასა და ქალაქის შემოსასვლელში განთავსებული საოფისე ფართები. კომერციული ფართების ღირებულება რუსთავში 250 ლარიდან იწყება და 4000 ლარამდე აღწევს. ზოგიერთ შემთხვევაში. კომერციული ფართების ქირის ფასი აშშ დოლარში ფიქსირდება.  საოფისე ფართები ძირითადად მეგობრობის გამზირზე, კოსტავას, შარტავას, თოდრიას, ტაშკენტის, მესხიშვილის ქუჩებსა და ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭარბობს.