გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფილ კუმისში 41 მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია.
ახლობლების ინფორმაციით, მანუჩარ ცეცხლაძე, რამდენიმე დღის წინ, მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მათი თქმით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.
"ინფო რუსთავი" კუმისის რწმუნებულს, კახაბერ თათარაშვილს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ ახალ კუმისში ხანძრის გაჩენის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. სხვა დეტალებზე მას ინფორმაცია არ აქვს.
გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატედანაა, იგი მარნეულში სამუშაოდ იყო ჩამოსული.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.