2 გარდაცვლილი და 1 დაჭრილი

2019-11-26 23:12:04

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მკვლელობა მოხდა.

2 პოლიციელი გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილია 1 მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით პოლიციელებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.

გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.