თბილისში, მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.