თბილისში, ორთაჭალის უბანში, შუახნის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელბისა და 236-ე- იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.