სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

2019-11-26 18:25:45

"სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება",- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ აგანაცხადა.

ცნობისთვის, მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმა და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

შსს-ს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.