ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

2019-11-26 12:53:56

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ხანძარს 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანმა, სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რა დროსაც აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.