შეზღუდვები მსხვილფეხა პირუტყვებს

2019-11-25 20:37:26

რუსთავში, მსხვილფეხა პირუტყვის, მეთვალყურეობის ქვეშ გადარეკვა, რამდენიმე ქუჩაზე იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ საკრებულოს სხდომათა დარბაზში გახდა ცნობილი.

პირუტყვის გადარეკვა, განსაზღვრულ ქუჩებზე, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, ხოლო საღამოს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, შემოდგომა ზამთრის პერიოდში კი, დილის 00:08 საათიდან 10:00 საათამდე, ხოლო საღამოს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი, რომლებზეც პირუტყვის გარეკვა დაშავებია:

სანაპიროს ქუჩა, ა. პუშკინის ქუჩა, თ. ერისთავის ქუჩა, დ. ჭონქაძის ქუჩა, გ. ორბელიანის ქუჩა, გ. ტაბიძის ქუჩა, ა. წულუკიძის ქუჩა, ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი, ი. ტურგენევის ქუჩა, ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი, კ. ლესელიძის ქუჩა, კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი, კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი, გ. ქუჩიშვილის ქუჩა, გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი, არაგვისპირელის ქუჩა, ც. დადიანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ნ. ლომოურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები, კ. მელიქიშვილის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები, ჰ. გონაშვილის ქუჩა, გ. დოლიძის ქუჩა, გ. დოლიძის პირველი, მეორე გასასვლელი, ა. ყაზბეგის ქუჩა, იალღუჯის ქუჩა, ვახუშტის ქუჩა, გორის ქუჩა, შ. ნიშნიანიძის ქუჩა, ნ. ბარათაშვილის ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, წმ. ნინოს ქუჩა, ა. წერეთლის ქუჩა, ბოსტან-ქალაქის ქუჩა, მშენებელთა ქუჩა, კომუნალების ქუჩა, გ. ჯავახიშვილის ქუჩა, ნ. ნეკრასოვის ქუჩა, ლ. ტოსტოის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, კახეთის ქუჩა, გ. რჩეულიშვილის ქუჩა, სამგორის ქუჩა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. უმეთვალყურეოდ მოსიარულე რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, მეპატრონეს კი ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში 50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.