საახალწლო სამზადისი რუსთავში

2019-11-25 16:47:34

რუსთავსერვის ცენტრმა ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო.

ახალი საახალწლო განათებები მეგობრობის გამზირის შემდეგ კოსტავას ქუჩაზე მონტაჟდება, რის შემდეგაც სადღესასწაულო განათებებს უკვე რუსთაველზე დააყენებენ.

სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის" ჯგუფი ახორციელებს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი საახალწლო დეკორატიული განათების მოწყობის სამუშაოებსაც დაიწყებს. დიზაინი, ძირითადად, იგივე რჩება.