2 მამაკაცი დაჭრეს

2019-11-25 10:59:18

თბილისში, დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარებამ დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარებამ გერმანულ ჰოსპიტალსა და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც გერმანულ ჰოსპიტალში მკურნალობს, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას კონტაქტური იყო, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე  სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

როგორც"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.