ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-11-24 14:26:33

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად დაშავდა რამდენიმე ახალგაზრდაც. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.