რუსთავში ფერადი ხეები გამოჩნდა [photo]

2019-11-23 21:24:47

რუსთავის ცენტრალურ პარკში დაზიანებულ და გამხმარ ხეებს ახალი სიცოცხლე მიეცა.

ხეების ნაწილი გააფერადეს ხოლო გამხმარი ხეები სხვადასხვა ფუნქიით დატვირთეს.

საინტერესო და ორიგინალური ხეები ცენტრალურ პარკში ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ტროტუარის გასწვრივ შეგხვდებათ.

დაათვალიერეთ ფოტოები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.