დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადატანის ფაქტი

2019-11-23 15:04:41

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.