"მინდა დავლოცო ბიძინა ივანიშვილი"

2019-11-23 13:46:44

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის მშენებლობაში, მიღებული განსაკუთრებული წვლილისთვის დალოცა.

“ჩვენთან არს ღმერთი, წმინდა გიორგის ლოცვით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ, ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლები. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, ბიძინა ივანივილი, ანდროა ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგაშორათ მამაზეციერმა. ჩვენთა არს ღმერთი”, – განაცხადა პატრიარქმა.