"აუზი" პარლამეტის შენობის წინ

2019-11-23 12:18:31

პრლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს რუსთაველის გამზირზე "აუზი" მოუწყვეს.

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები მოძრაობა "შეცვალეს" წევრები არიან. როგორც აქტივისტები აცხადებენ, კომოზე იძულებით შეწყვეტილი დასვენების სანაცვლოდ, არჩილ თალაკვაძეს დასვენებას პირდაპირ პარლამენტის შენობის წინ სთავაზობენ. პარლამენტის სწორედ იმ შესასვლელთან, რომლითაც არჩილ თალაკვაძე სარგებლობს, აქტივისტებმა დიდი ზომის ჭურჭელი მიიტანეს და წყლით აავსეს. მათი თქმით, ეს არის კომოს ტბის იმიტაცია.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ფოტოები გაავრცელა, რომელიც არხის მტკიცებით, მილანის რეისზეა გადაღებული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თალაკვაძე დედაქალაქის მერთან ერთად მილანში თბილისიდან გაფრინდა.

ამის დასადასტურებლად არხმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებაც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც თალაკვაძე ტყუის, რადგან თვითმფრინავით ერთად იმგზავრეს.

„ტელეკომპანია  „მთავარის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე  30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

საპასუხოდ კი, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, რომლის ავტორებიც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ ის ახლა კომოს ტბაზე, იტალიაში დასასვენებლად იყო.