"გაყიდა ტროტუარები, გაყიდა სკვერები"

2019-11-22 14:43:25

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, რუსთაველი დეპუტატის, მამუკა ჩიქოვანის "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში გაკეთებულ განცხადებას, ეხმაურება.

პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის თქმით, ჩიქოვანმა გაყიდა ტროტუარები, სკვერები და თავის ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული.

"როგორ შეიძლება ნორმალურად ავხსნა ჩიქოვანის მოქმედება, რომელიც თქვენს გადაცემაში იყო, რა არის ეს? ეს ამაზრზენი მოქმედებაა. მან რუსთავს თავი დაამახსოვრა თავისი მტაცებლური, მომხვეჭებლური დამოკიდებულებით. გაყიდა ტროტუარები, გაყიდა სკვერები, თავის ოჯახის წევრებზე აქვს გადაფორმებული, რომელიც მე ჩემს თანატოლებთან ერთად შევქმენი. თუნდაც ეს სამხედრო პატრიოტული ქალაქი ჟიული შარტავას დროს გაკეთებული მისი ოჯახის სახელზეა დღესაც", - განაცხადა პაატა მხეიძემ.