2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული

2019-11-22 11:45:36

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას.