2 ავარია, ორივე მსხვერპლით

2019-11-22 00:23:19

კახეთის გზაზე, სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაზიანში, ავტოსაგზაო შემთხვევები დაფიქსირდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ორივე ავარია მსხვერპლით დასრულდა, ორივე შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილები ქვეითებს, დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო".


RUSTAVI