როდის დაიწყება არდადეგები სკოლებში

2019-11-23 10:38:54

ინფო რუსთავი დაინტერესდა, როდის იწყება ე.წ საახალწლო არდადეგები საჯარო სკოლებში. როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ. მსგავსი უფლება აქვთ უმაღლეს სასწავლებლებსაც,“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში.