"დაპირება გუნდმა არ შეასრულა"

2019-11-21 14:13:28

პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა დასრულდა და პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ეს დაპირება გუნდმა არ შეასრულა.

“ყველა ერთის წინააღმდეგ როცა ერთიანდება და მთელი პოლიტიკური სპექტრი თავს გესხმის, ამაში პრობლემა არაფერია, რადგან როცა პოლიტიკაში ხარ, იმასაც უნდა იყო მიჩვეული, რომ თავს გესხმის, თან ბევრი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვინც თავს გესხმის, ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი ხარ. აი, ეს არის. მათ აქვთ მორალური უპირატესობა, მათ აქვთ ფსიქოლოგიური უპირატესობა და პოლიტიკური უპირატესობაც, იმიტომ რომ ექვსი თვის განმავლობაში პირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე, ეს არის ალბათ ყველაზე სწორ სიტყვა ”-განაცხადა ძიძიგურმა.

RUSTAVI