ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

2019-11-20 13:46:40

ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილია მოპედის მძღოლი, მასთან მყოფი მეორე არსრულწლოვანი კი, დაშავდა. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებული, რომელსაც ფეხის ტრამვა ჰქონდა მიღებული, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ადგენს, რასთან მოხდა მოპედის შეჯახება.

უწყებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ საქმეზე მოკვლევა 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.