ბინიდან ოჯახს ასახლებენ

2019-11-19 13:06:29

ხმაური თბილისში, დიღმის მასივში - პოლიცია საცხოვრებელი სახლიდან ოჯახს ასახლებს, რომელსაც მიკროსაფინანსო კომპანიამ ბინა გაუყიდა.

ოჯახის წევრის თქმით, ყოველთვიურად 300 $ იხდიდნენ, თუმცა შემდეგ ვერ შეძლეს გადახდა.

"პროცენტის გადახდა რამდენიმე თვე შევძელით, თუმცა ოჯახის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული და ვერ შევძელით გადახდა. მივედი ველაპარაკე, რომ ვეღარ ვიხდი, გაყიდვა მინდა, რომ დავფარო მთლიანად. 2 კვირა ვადა მომცეს და ვერ შევძელი 2 კვირაში კლიენტის ნახვა. გადასცეს სააღსრულებლო ბიუროს. სააღსრულებლომ თვენახევარში რეალიზაცია მოახდინა და 20 000 $ გაყიდა. ვეხვეწეთ, რომ მთელი ოჯახი ბავშვებით ვრჩებით ქუჩაში", - განაცხადა ოჯახის წევრმა ილია სეხნიაშვილმა.

ამწუთებში სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლები ბინაში იმყოფებიან.