ცვლილება კანონში

2019-11-19 12:41:08

საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტში აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც სურს საჯარა სამსახურში დასაქმდეს, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.

კანონი ასევე გავლენას მოახდენს საჯარო სამსახურში უკვე დასაქმებულ პირებზეც, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ თამაშობებში. მათ აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში ჩართვა.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონი ინიცირებულია პარლამენტში. პროექტის თანახმად კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.