მარნეულის მერიის გადაწყვეტილება

2019-11-19 11:28:05

მარნეულში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.

2019 წლის ივლისის თვეში მოსული სტიქიის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაუზიანდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე არსებული ნათესები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა განხორციელდა როგორც მერიაში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც, მოქალაქეებთან ერთად ადგილზე არსებულ ფაქტს, ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელიც სწავლობდა.

ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობამ, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრისას, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო, მნიშვნელოვან საჭიროებად საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლება ითხოვა, რის შედეგადაც მიიღო დაპირება მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შეასაბმის უწყებებთან შუამდგომლობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეისწავლა და შუამდგომლობით მიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, რათა მოხდეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის აღრიცხული ნაწილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კანონით დადგენილი პირობის შესაბამისად ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. 80-ზე მეტი ოჯახი, რეკომენდაციის საფუძველზე, რომელთა ზარალი 50%-ზე მეტს შეადგენდა, გათავისუფლდა სგადასახადო ვალდებულებებისგან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე დაზარალებულ მოქალაქეებს მერიაში, მერმა, ზაურ დარგალმა, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად მოახსენა.