IRI-ის კვლევის შედეგები

2019-11-19 11:09:15

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებუსლი კვლევის თანახმად ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" ხმათა 23 - % მიიღებდა, ენმ - 15%.

IRI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.

ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

ენმ – 15%

ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%

ლეიბორისტები – 5%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%

ახალი საქართველოსთვის – 2%

დემოკრატიული მოძრაობ (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%

ლელო – 2%

გირჩი – 1%

შენების მოძრაობა – 1%

სხვა პარტიები – 1%

ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

ასევე, კითხვაზე - "მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან დიალოგს?", გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ დიალოგის მომხრეა.

დიალოგის იდეას ნაწილობრივ ეთანხმება 26%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 9%, მკაცრად წინააღმდეგი არის 12%, ხოლო გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 24%, ხოლო ძალიან დადებითად მხოლოდ 7%. ნაწილობრივ დადებითად ხელისუფლების პოლიტიკას 27% აფსებს, ნაწილობრივ უარყოფითად 32%, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამავდროულად, კითხავზე - "საქართველოს რუსეთთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში?" - მხოლოდ 16% ამბობს, რომ თავს ძალიან დაცულად გძონბს, "უფრო დაცულად ვიდრე დაუცველად" -პასუხობს 36%, "უფრო დაუცველად, ვიდრე დაცულად"- 33%, "ძალიან დაუცველად" 11%, ხოლო გამოკითხულთა 4%-ს კითხვაზე პასუხი უჭირს.

გარდა ამისა, კვლევაში იყო კითხვა "როგორ ფიქრობთ, საქართველოს მიმართ რუსეთის გარესია დასრულდა თუ ისევ გრძელდება?"- 77% ამბობს, რომ აგრესია კვლავ გრძელდება.

"დასრულდა და არ განახლდება"- პასუხობს 4%, "დასრულდა, თუმცა, შესაძლოა განხლდეს"- ამბობს 15%, ხოლო 4%-ს პასუხობს, რომ არ იცის.

ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.