ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს

2019-11-18 18:39:08

ფოთში 70 წლის მოხუცმა ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა მომხდარის მოტივი.

დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე  მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და  მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.