სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მომდებარე ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელები შეძახილების ფონზე გააცილეს. ისინი სკანდირებდნენ “სირცხვილია”.
ადგილზე რჩება საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე შესაბამისი სამსახურები დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებენ. პარალელურ რეჟიმში პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლებს აგრძელებენ. აქტივისტები სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით სკანდირებენ „სირცხვილია".