"მთავარი არხის" მეწილე დააკავეს

2019-11-18 18:27:19

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას ადასტურებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.