პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა

2019-11-18 18:08:34

პოლიციამ პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების კარვები დაშალა. ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიას ასუფთავებენ.  სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი მათ შეჩერებას ცდილობდა თუმცა, რობოკოპებმა, პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია მაინც დაიკავეს. აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ასევე არიან დაკავებულები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის არიან ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია, ასევე აქციის ერთ-ერთი  ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი და საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე.

კარვების ქალაქი დაშლილია, რუსთაველი გამზირი, ფაქტობრივად,  გაწმენდილია. აღნიშნულ ტერიტორიას ამ ეტაპზე სპეცრაზმი აკონტროლებს.