ამ წუთებში, პარლამენტის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეების დასაშლელად, სამართალდამცველებმა წლის ჭავლი და ცრემსადენი გაზი უკვე გამოიყენეს. საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სპეციალური დანიშნულების სამსახური ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ისინი სპეციალური ფარებით, ჩაფხუტებით და ხელკეტებით არიან აღჭურვილები.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკას.
მოქალაქეები, სპეციალური დანიშნულების რაზმს ხელაწეული დახვდნენ, სთხოვენ არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და არ შეასრულონ მიღებული ბრძანება.
პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა გაყვანას. ინტენსიურად ხდება წყლის ჭავლის გამოყენება.