პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა

2019-11-18 16:20:35

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება იძაბება.

ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების შესაწყვეტად 30 წუთიან ვადას აძლევს.

ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.

შსს-ის საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.

მისივე თქმით, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დრომდე ბლოკირებულია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.

"ველოდებით დარბევას მაგრამ დარბევის აზრს ვერ ვხვდებით, ეს არის ძალის დემონსტრირება"-განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.