სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

2019-11-18 11:51:49

ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მასში დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.