ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2019-11-17 20:39:35

30 წლამდე მამაკაცი სარფთან ახლოს ჩამომხვრჩალი იპოვეს. მამაკაცის სიკვდილის მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის, სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა.

გარდაცვლილს თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რასაც ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.