ინციდენტი აქციაზე

2019-11-17 18:50:22

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

პოლიციამ მამაკაცს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. აქციის მონაწილე ადგილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ გაიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მოძრაობა "შეცვალეს" წევრს, მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას განარიდეს.