პატრიარქის ქადაგება

2019-11-17 15:02:04

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადეგებით მიმართა.

მისი თქმით, რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. პატრიარქმა ყურადღება ბედნიერებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს უფლის კურთხევაა.

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს როცა ყველაფერი იცვლება. ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. წყალობა მეტად რთული მოსაპოვარია. წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა. ღვთის წყალობა გფარავდეთ, ღვთის წყალობამ დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ, ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. ანდრია მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ ტაძარში,"- ბრძანა საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა.