„ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“

2019-11-16 23:18:50

მარნეულში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ქ. მარნეულში, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ხელოვნების ფესტივალი, „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.

ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი დაესწრნენ. ფესტივალზე სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრად ჩამოსულმა მონაწილეებმა ფოლკლორული და ტრადიციული ნომრები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებისა და ეთნიკური უმცირესობების კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით.

ფესტივალი, 2009 წლიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, სხვადასხვა რეგიონში იმართება.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს