"წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას"

2019-11-16 15:31:43

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!", - წერს ქაცარავა ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.