სუიციდი თუ უბედური შემთხვევა

2019-11-16 11:32:34

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. რა გახდა სიმაღლიდან ვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.