ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან

2019-11-16 11:14:22

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ოფისის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები, მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას.

"მონებო", "სირცხვილია", - აქციის მონაწილეებმა ამ შეძახილებით შეაცილეს უმრავლესობის წევრები ოფისში.

შეგახსენებთ, 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა პირველად იმართებ.