რუსთაველების მიერ გაშენებული სკვერი [photo]

2019-11-17 00:27:27

ახალი სკვერი რუსთავში VII მიკრორაიონში რუსთაველების მონდომებით და ფინანსური დახმარებით გაშენდა.

რუსთავის საკრებულოს წევრის, ამირან ჯანჯღავას ინიციატივით პროექტი "ჩვენ" შედგა. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და ვისაც რა ფორმით შეეძლო ისე ჩაერთო იდეის განსახორციელებლად.

მოსახლეობის ნაწილმა მითითებულ ანგარიშზე გარკვეული თანხა გადარიცხა, ნაწილმა სხვადასხვა საჭირო ნივთები მიიტანა და საბოლოოდ "სიყვარულის სკვერიც" სიყვარულით და ერთად დგომით გაშენდა. ინიციატივაში მონაწილეობა 50-მდე ადამიანმა მიიღო, პროექტს ფინანსურად დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი".

სკვერის კეთილმოწყობა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად ჯერ არც გახსნილა, თუმცა ქალაქში ერთერთი გამორჩეული ადგილი უკვე გახდა.