აბრების მონტაჟი ქუჩებში

2019-11-15 19:13:47

მარნეულში აბრების არმქონე ქუჩების დამისამართება დაიწყო.

ამ ეტაპისთვის დამისამართების სამუშაოები ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროექტს, ეტაპობრივად ყველა ქუჩაზე განახორციელებს.

რუსთაველის ქუჩაზე სამისამართე აბრების გაკვრის პროცესს ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი გაეცნო.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს