ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს

2019-11-15 18:19:58

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.  20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დიდ დიღომში, ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ახლგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენინმე ვერსია ვრცელდება. 

მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი ვარაუდობს,  რომ შეიძლება ადგილი მკვლელობას ჰქონდეს.

ჯერჯერობით, ახლგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადასვენება პროზეკტურაში არ მომხდარა.

დიდ დიღომში 4000 მესხის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით ოთხი საათის წინ იპოვეს.  უცნობია გარდაცვალაების მიზეზი.

შსს-მ  გამოძიება 115-ე  მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი2