ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2019-11-15 17:02:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაძე. ერთმანეთს მსუბუქი ავომანქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.