ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

2019-11-15 12:10:41

„კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.

"არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ სადაც, ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი, ამიტომ მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ დატოვეს.