რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

2019-11-14 13:52:22

თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პროპორციული არჩევნების ჩაგდება გახდა.

ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და მარიამ ჯაშმა დატოვა.

მარიამ ჯაშმა ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.