ხმაური საქართველოს პარლამენტში

2019-11-14 13:19:19

საარჩევნო სისტემის ცვლილება პარლამენტში პირველი მოსმენით ჩავარდა.

პარლამენტში დეპუტატები საარჩევნო სისტემის მარჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად კენჭი უყარეს.

149 დეპუტატიდან რეგისტრაცია 141-მა გაიარა. აქედან 103 დეპუატატმა კანონპროექტის შეცვლას მხარი დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის შესაცვლელად კი 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგი ბოლო დღეებში მმართველ გუნდშიც გამოჩნდნენ. სისტემის ცვლა ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი გახდა.