ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე მანქანა ქვეითად მოსიარულე 16 წლის ბიჭს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ავარია დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.