მთავარ არხზე პრობლემებია

2019-11-13 18:14:56

მთავარ არხზე საინფორმაციო გამოშვება "მთავარი 6" ეთერში ვერ გადის.

"დაუდგენელი მიზეზების გამო, გაითიშა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას. ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას", - წერს ფეისბუქის გვერდზე მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

საინფორმაციო გამოშვება ნაცვლად 18 საათისა 18:20-ზე დაიწყო.